საქართველოს საფინანსო სატელეკომუნიკაციო კომპანია

კომპანია GFTC დაარსდა 2007 წელს და ფლობს სვიფტის მიერ მინიჭებულ სერვის-ბიუროს სტატუსს. 2014 წელს კომპანიამ წარმატებით გაიარა სვიფტის მიერ მოთხოვნილი სერტიფიცირება, შედეგად სერვის-ბიუროს მიენიჭა სვიფტის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხსა და სტაბილურობას უსვამს ხაზს.

დღეისათვის, GFTC იკავებს მოწინავე პოზიციებს ქართული საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში. სერვის-ბიუროს პროდუქტები ავტორიტეტით სარგებლობენ ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომაც საქართველოში არსებული ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა სერვის ბიუროს სერვისებზე აკეთებს არჩევანს. GFTC-ის მთავარი პრიორიტეტი ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან. ადგილობრივი ბაზრის ათვისებამ და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვამ, GFTC-ის უცხოურ ბაზარზე გასვლის საშუალება მისცა.

საბაზრო მოთხოვნებიდან და ახალ სეგმენტზე გასვლის საჭიროებიდან გამომდინარე, 2013 წელს დაარსდა GFTC-ის შვილობილი კომპანია - GBTC. ამავე პერიოდიდან სერვის-ბიურო მომხმარებელს სთავაზობს TransGuard-ის შესაბამისობის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ტრანზაქციების ფილტრაცია, მონიტორინგი და რეპორტინგი, შეფასდეს კლიენტის რისკიანობა და მიეცეს საშუალება მომხმარებელს ისარგებლოს სვიფტის მონაცემთა ბაზით ფინანსური ინსტიტუტების შესახებ. ავტომატიზაციისა და რისკის მინიმიზაციის ხარჯზე, TransGuard-ი მომხმარებლის საქმიანობას მაქსიმალურად მოქნილსა და უსაფრთხოს ხდის. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, GBTC-ის მიერ შემუშავებული სისტემის პოპულარობა და მასში ჩართულ მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

2016 წელს „ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე, „ჯი-ეფ-თი-სი“ ფინანსურ-სამეურნეო დარგის ლიდერად იქნა აღიარებული და მე-2 ადგილის აღმნიშვნელი ოქროს მედალი მოიპოვა. ბიზნეს რეიტინგი - „საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით“, რომლითაც ჟიურიმ იხელმძღვანელა, საწარმოს კონკურენტუნარიანობასა და საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვითაა შედგენილი. მის შედგენაში დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ჩვენი მიზანია - მივაწოდოთ ფინანსურ ორგანიზაციებს მომხახურების სრული სპექტრი საბანკო ტექნოლოგიების სფეროში.

ჩვენი კრედო - ვიყოთ ლიდერები საფინანსო ტექნოლოგიების სფეროში, მივაწოდოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისი, შევქმნათ საუკეთესო სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის, ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზაციის საიმედოობა და სტაბილურობა. მომხმარებელი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მისი პრობლემები და მიზნები - ჩვენი პრობლემები და მიზნებია.

ყოველი ახალი წელი ახალი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ GFTC აგრძელებს სერვისების სრულყოფას და მუდმივად სიახლის ძიებაშია.