საქართველოს საფინანსო სატელეკომუნიკაციო კომპანია

SWIFT

SWIFT გახლავთ მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც ფინანსური სამყარო ძირითად საქმიანობას ახორციელებს. სისწრაფე, ხარისხი და სანდოობა, ეს ის ნიშნებია, რომლებიც SWIFT-ის სერვისებს ახასიათებს. აღნიშნული სატელეკომუნიკაციო არხის საშუალებით, სისტემაში მილიონობით ფინანსური მესიჯის გაცვლა ხორციელდება. SWIFT-ის ქსელში 215 ქვეყნისა და ტერიტორიის 10500-ზე მეტი საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუტია ჩართული.


GFTC 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო სექტორში და მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის პროგრამული პროდუქტებით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ფლობს SWIFT-ის მიერ მინიჭებულ სერვის-ბიუროს სტატუსს, რაც GFTC-ის მიერ გაწეული სერვისის მაღალ ხარისხს უსხვამს ხაზს.


სერვის-ბიუროს სტატუსის შესაბამისად, GFTC მომხმარებელს სთავაზობს SWIFT-ის სრულ ინფრასტრუქტურას, რომელშიც გაერთიანებულია SWIFT-ის საკომუნიკაციო და საოპერაციო საშუალებები, როგორებიცაა: SWIFT Alliance Access (SAA), SWIFT Alliance Gateway (SAG); და SWIFTNet Link (SNL).


GFTC, SWIFT-ის სისტემის მიწოდების გარდა, საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს მომსახურების პერიოდში მის სრულ მხარდაჭერას. GFTC-ში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები, რომლებსაც SWIFT-ის მიერ არიან ლიცენირებულნი.


GFTC სერვის-ბიურო საბანკო ტექნოლოგიების სფეროში მუდმივად სიახლის ძიებაშია.


SWIFT-ის მიმართულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რამეთუ GFTC სტაბილურად განაგრძობს განვითარებას და აღნიშნული სისტემის სრულყოფას.